1998 წელს საკუთარი საქმიანობის დასაწყისიდანვე, Coral Club-მა დაისახა მიზანი: კლუბის წევრებმა უნდა მიიღონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. არა მხოლოდ პროდუქცია, რაც დაგეხმარებათ იცხოვროთ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით, არამედ ფინანსური რესურსებიც, რომლებიც ამ ცხოვრებას კიდევ უფრო მიმზიდველსა და სრულყოფილს გახდის. Coral Club-ში გაწევრიანებით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განვითარდეთ და განავითაროთ თქვენი ქსელი, გაზარდოთ თქვენი პასიური შემოსავალი ყოველი ახალი წოდების მიღწევისას. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას. მხოლოდ თქვენ წყვეტთ როგორ უნდა დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, დააბალანსოთ საკუთარი შემოსავალი და ხარჯები. არსებობს ორი გზა: თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ხარჯები შემოსავლის მიხედვით. ანუ თქვენ შეაფასებთ რა ოდენობის შემოსავალს მიიღებთ კონკრეტულ დროში და გადაწყვეტთ რისი შეძენა შეგიძლიათ ამ ფულით. ან შეგიძლიათ თავიდანვე დაუსახოთ საკუთარ თავს მიზანი: „მინდა შევცვალო გარდერობი მაისში, მანქანა სექტემბრისთვის და დეკემბერში წყნარი ოკეანის კრუიზზე წავიდე“. ოცნებები? არა, რეალური გეგმა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. და ამაში დაგეხმარებათ თქვენი შეუპოვრობა, მოტივაცია, ადამიანების ცოდნა. და თქვენი მენტორი Coral Club-ში.

ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვსურს. და ჩვენ ავირჩიეთ საუკეთესო გზა ჩვენი მიზნების მისაღწევად - ბიზნესი, რომელიც დაფუძნებულია მრავალდონიან მარკეტინგზე. ინგლისურად ჟღერს როგორც multilevel marketing, შემოკლებით როგორც - MLM. ეს არის ბიზნეს ორგანიზაციის სპეციალური სისტემა. Coral Club-ში მიიღეს გადაწყვეტილება ჯაჭვიდან ამოეგდოთ შუამავლების ფართო ქსელი ქარხნიდან კლიენტამდე: სარეკლამო კომპანიები, საბითუმო და საცალო სავაჭრო წერტილები. ასეთი შუამავალი კავშირები მნიშვნელოვნად აძვირებს პროდუქციას, რომელიც აღწევს მომხმარებლამდე. Coral Club-ის დისტრიბუტორთა ქსელი თავად ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას. ჩვენ არ ვუხდით შუამავლებს, მოგების ნაწილს ვაძლევთ კლუბის წევრებს იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიონ მოწონებულ პროდუქტს ნაცნობებთან.

წარმოიდგინეთ ნავი, როგორც თქვენი შესაძლებლობა გადახვიდეთ A წერტილიდან B წერტილამდე უმოკლეს დროში. Coral Club - ზუსტად ის სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც მიგიყვანთ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებით თქვენი მიზნების, სურვილების მიღწევამდე, ოცნებების ასრულებამდე.

ხოლო ნიჩბები - Coral Club-ის პროდუქტებია. ისინი ორიენტირებულია თანამედროვე აგრესიულ გარე გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსურად დაძლევაზე - ცუდი ეკოლოგია, სტრესი და უხარისხო კვება.

იყო მომხმარებელი:


იყო დისტრიბუტორი:


და ჩვენი Coral Club ნავი მიიწევს წარმატების, კეთილდღეობის, ჯანსაღი და ბედნიერი საზოგადოების მიმართულებით. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. ჩვენ განვსხვავდებით ასაკის, წარმოშობის ქვეყნების, გამოცდილებისა და პრიორიტეტების მიხედვით. გვაქვს რაიმე საერთო?

დიახ, ეს არის Coral Club! რატომ შეძლო Coral Club-მა ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ადამიანების გაერთიანება? ფაქტია, რომ ყველანაირი განსხვავებულობის მიუხედავად, ჩვენ საკუთარ თავს ერთსა და იმავე მიზნებს ვუსახავთ.

რა არის ეს მიზნები?

უსაფრთხოება და კეთილდღეობა

ყველა ჩვენგანს, ვინც მოვედით Coral Club-ში, გვინდოდა უკეთესი ცხოვრება. რა არის "უკეთესი", ეს ყველას თავისებურად ესმის. მაგრამ ყველა ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები დაავადებებისგან, უბედური შემთხვევებისგან და ფინანსური კრიზისებისგან. Coral Club-ის ნებისმიერი ხაზიდან პროდუქციის დისტრიბუციით, ჩვენ გთავაზობთ მაღალეფექტურ პროდუქტებს, რომლებიც სერტიფიცირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეს პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივი ნედლეულისგან და მომხმარებლებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

სამყაროს შეცვლის შესაძლებლობა

ჩვენ დიდი ხანია მივხვდით, რომ ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს ორგანიზმზე, არამედ ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემოა - ჩვენი საყვარელი ადამიანებისა და ნაცნობების ჯანმრთელობაზე, აზრების სისუფთავესა და გარემოს სისუფთავეზე. ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ამიტომ, ჩვენ არ ვზრუნავთ მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე: საკუთარი თავის გაუმჯობესებით, ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. ჩვენ მხოლოდ საკუთარი სრულყოფილი ცხოვრებით კი არ ვცხოვრობთ, არამედ ჩვენ ვეხმარებით სხვებს, რომ შეავსონ თავიანთი ცხოვრება ჯამრთელობით, სიხარულით, შემოქმედებითი და კარიერული მიღწევებით. ეს არის Coral Club-ის წარმატების საიდუმლო. მრავალი წელია, კომპანია ჯაჭვურად, ადამიანიდან ადამიანზე გადასცემს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საერთო ფასეულობებს, რაც ყველას სჭირდება უჯრედულ დონეზე.

გიზიდავთ ჩვენი მიზნები? რა თქმა უნდა, ისინი ემთხვევა შენსას! მოდი, ერთად გადავდგათ მათკენ ნაბიჯები!